პრეს ომბუდსმენის ინსტიტუტი

პრეს ომბუდსმენის ინსტიტუტი
მედიის ანგარიშვალდებულების სამ სხვადასხვა სისტემას გულისხმობს: I. ამერიკული მოდელი - ცალკეული გაზეთების და სამაუწყებლო კომპანიების მიერ დანიშნული ,,მკითხველთა ადვოკატი’’, რომელიც იღებს და იხილავს მკითხველთა სარჩელებს და ანგარიშს აკეთებს მათზე. ეს მოდელი შეიძლება მისაღები იყოს საქართველოსთვის, სადაც მედიის მხოლოდ მცირე ნაწილია დაინტერესებული, დაიცვას ხარისხი და აიღოს პასუხისმგებლობა. II. შვედური მოდელი - პრესის საბჭოს სპეციალური აგენტი, რომელიც ფილტრავს საჩივრებს: იხილავს მარტივ საჩივრებს, ხოლო გაცილებით სერიოზულებს განსახილველად პრესის საბჭოს უგზავნის. III. მესამე მოდელი - სახალხო დამცველის მე-18 საუკუნის შვედური ტრადიცია, რომელიც არსში სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქართველოში მოქმედ პრინციპს გულისხმობს. ამ მოდელთან ყველაზე ახლოა სამხრეთ აფრიკული გამოცდილება, სადაც ომბუდსმენს ზურგს უმაგრებს სააპელაციო კომიტეტი, პრესის საბჭოს ანალოგიური ორგანო.
Source: კინწურაშვილი თამარ. ჟურნალისტური ეთიკა და მედიის თვითრეგულირების მექანიზმები/[რედ.:თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2003

Georgian encyclopedia. 2013.

Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»